OLYINFO 2018, შემოდგომის სეზონი, დასკვნითი ტური

OLYINFO 2018-ის შემოდგომის სეზონის დასკვნითი ტური გაიმართება ქ. თბილისში, 23 დეკემბერს, კვირას, საქართველოს უნივერსიტეტში (მისამართი: კოსტავას 77ა. სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის უკან. რუკის სანახავად დააჭირეთ აქ). შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაში (ორივე ტურში) მონაწილეობა უფასოა!!!
დასკვნითი ტურის ჩატარების განრიგი ასეთია:
9:00-10:00 – მონაწილეთა უნივერსიტეტში გამოცხადება-რეგისტრაცია
10:00–10:30 – გახსნის ცერემონიალი 
10:30–11:00 – მონაწილეთა ადგილებზე განთავსება
11:00–12:30 – დასკვნითი ტური
12:30-15:00 – თავისუფალი დრო
15:00-16:00 – გამარჯვებულთა დაჯილდოვება და დახურვა
გთხოვთ, დროულად გამოცხადდეთ რეგისტრაციაზე, დაგვიანებული მოსწავლეები ტურზე არ დაიშვებიან!!!
უნივერსიტეტში მოხვედრა შესაძლებელია მეტროს სადგურ "ტექნიკური უნივერსიტეტი"-დან (სპორტის სასახლის მხრიდან).