OLYINFO-ს 2019 წლის შემოდგომის სეზონი იწყება

იჩქარეთ,  რეგისტრაცია   ჩართულია და იგი დამთავრდება პირველ ტურამდე

2 დღით ადრე!!!

სიახლე!!! ამ სეზონზე პირველად ასაკობრივ ჯგუფებს დაემატება ახალი ჯგუფი III-IV კლასელებისათვის. ანუ, III-IV  კლასელები ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ თავიანთ ასაკობრივ ჯგუფში!!!

სულ გაიმართება ორი ტური: პირველი-ინტერნეტ ტური და მეორე-დასწრებული (ფინალური) ტური.

ორივე ტური უფასოა!!!

ყურადღება! აუცილებლად ჩაიწერეთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი რეგისტრაციის დროს. ასევე ყურადღებით აირჩიეთ თქვენი ასაკობრივი ჯგუფი. რეგისტრაციის დამთავრებისთანავე ჩაირთვება პაროლების წინასწარი შემოწმების და სისტემაში შესვლის მოსინჯვის რეჟიმი, რათა შემდეგ პირველი ტურის დროს არ იყოს რაიმე პრობლემები.

OLYINFO- გამარჯვების სიხარული, საინტერესო პრიზები!

ეს არის სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადა ინფორმატიკაში და მასში მონაწილეობა შეუძლია ყველას სპეციალური ცოდნის გარეშე!!!

 

განრიგი

პირველი ტური გაიმართება 23 ნოემბერს, ხოლო მეორე, დასწრებული (ფინალური) ტური 22 დეკემბერს. პირველი ტურის განრიგი ასეთია: