OLYINFO 2019, გაზაფხულის სეზონი

OLYINFO-ს მონაწილეთა საყურადღებოდ! კორონა ვირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო წელს "OLYINFO"-ს გაზაფხულის სეზონის ჩატარება გადაიდო. თუმცა, ინფორმატიკის ოლიმპიადას იგივე ფორმატით და პრაქტიკულად იგივე ვადებში ჩაატარებს თქვენთვის კარგად ცნობილი ორგანიზაცია KINGS-ი OLYINFO-ს ჯგუფის ინტელექტუალური მხარდაჭერით. ანუ, ოლიმპიადა ჩატარდება იგივე სტილის ამოცანებით, (ამოცანებს მოამზადებს OLYINFO-ს ჯგუფი), იგივე ასაკობრივი ჯგუფებისთვის (3-4, 5-6, 7-8, 9-12 კლასები) და ისევ ორ ტურად (იმ განსხვავებით, რომ ამჯერად ორივე ტური დაუსწრებელი იქნება). ასევე ორივე ტური კვლავ უფასო იქნება!!!  მსურველებს და OLYINFO-ს უკვე სტაჟიან მონაწილეებს გთხოვთ დარეგისტრირდეთ შემდეგი ბმულიდან: www.kings.ge იქვე ნახავთ ოლიმპიადის ჩატარების განრიგს და ყველა სხვა საჭირო ინფორმაციას!

ჩვენ ვრჩებით თქვენთან! გისურვებთ წარმატებებს!