აუცილებელი მოთხოვნები ცოდნისადმი

მოცემული დებულება განსაზღვრავს იმ აუცილებელ კომპეტენციებს და ცოდნისადმი  მოთხოვნებს, რომელიც უნდა ჰქონდეს ოლიმპიადის მონაწილეს.
მასალის გარკვეული ნაწილი შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას, ხოლო დარჩენილი ნაწილი კი - შესაბამისი ასაკობრივი დონის კლასგარეშე მასალას. 
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მასალა (ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ)):
- კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობები, ოპერაციული სისტემები, ტექსტთან და მულტიმედიურ მონაცემებთან მუშაობა (შექმნა, რედაქტირება), ოპერაციები ფაილებზე, ინტერნეტი, საოფისე პროგრამები.
2. კლასგარეშე მასალა, რომელიც სკოლაში მიღებული ცოდნის შემოწმებასთან ერთად ამოწმებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოსწავლის ზოგად ცოდნას:
- ციფრული ინფორმაციისა და მეხსიერების საზომი ერთეულები (ბიტი, ბაიტი, კილობაიტი, მეგაბაიტი, გიგაბაიტი, ტერაბაიტი).   
- თვლის სისტემები, რიცხვის გადაყვანა თვლის ერთი სისტემიდან მეორეში, არითმეტიკული ოპერაციები თვლის სხვადასხვა სისტემებში.
- მათემატიკური ლოგიკის ელემენტები. ძირითადი ლოგიკური ოპრაციები (AND, OR, NOT) და მათი გამოყენების წესი, ჭეშმარიტობის ცხრილები;
3. მასალა, რომელიც ამოწმებს მონაწილეების ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებას, მათ მიერ პრობლემის გადაწყვეტის უნარ-ჩვევებს.