ყურადღება!!! ინტერნეტ ტური ტარდება შემდეგი განრიგით:
შეჯიბრის დაწყებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია!!!.
გისურვებთ წარმატებებს !!!
ყურადღება !!!
რეგისტრაცია დამთავრებულია და ჩართულია პაროლების წინასწარი შემოწმების რეჟიმი:
3-4 კლასები 5-6 კლასები 7-8 კლასები 9-12 კლასები (დააჭირეთ შესაბამისი კლასის ბმულზე)
შეჯიბრის დაწყებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია. (დააჭირეთ ლურჯად გამოყოფილ ბმულზე)
პრობლემების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: gurkot@gmail.com (mob: 592 499909)
შეგახსენებთ ხვალინდელი ტურის განრიგს:
III-IV კლასები: 14:00 V-VI კლასები: 15:30 VII-VIII კლასები: 17:00 IX-XII კლასები: 18:30
გისურვებთ წარმატებებს !!!
ყურადღება!!! შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადა გაიმართება 28 იანვარს!
მონაწილეთა რეგისტრაცია დამთავრდება 26 იანვარს საღამოს 10 საათზე !!!
რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ ჩაირთვება პაროლების წინასწარი შემოწმების და სისტემაში შესვლის მოსინჯვის რეჟიმი. ამავდროულად დაიდება ოლიმპიადაში მონაწილეობის ინსტრუქციაც. გთხოვთ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას და წინასწარ მოსინჯეთ სისტემაში შესვლა. შეამოწმეთ თქვენი პაროლები, რომ შემდეგ ტურის დროს არ იყოს რაიმე პრობლემები. პრობლემების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: gurkot@gmail.com (mob: 592 499909)
წელს, კორონა ვირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო 2020 წლის შემოდგომის სეზონი ჩატარდება მოგვიანებით და გაიმართება მხოლოდ ერთი ინტერნეტ ტური.
იგი ჩატარდება 28 იანვარს (განრიგის სანახავად დააჭირეთ ქვემოთ ღილაკს "გაგრძელება").
იჩქარეთ, რეგისტრაცია ჩართულია და დამთავრდება ტურამდე 2 დღით ადრე!!!
ოლიმპიადა კვლავ უფასოა და მასში მონაწილეობა არ მოითხოვს სპეციალურ ცოდნას!!!
თითოეული ასაკობრივი ჯგუფის 10 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეს გამარჯვებულის დიპლომები გადაეცემათ, ხოლო რადგან ოლიმპიადა ერთტურიანია, მომდევნო ათი მოსწავლე სიგელებით დაჯილდოვდება. გაითვალისწინეთ, რომ დიპლომები და სიგელები რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტა-ზე დაგეგზავნებათ!
გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალი ჩვენს მომდევნო ინფორმაციებს, ყოველდღიურად შეამოწმეთ საიტი!!!
OLYINFO-ს მონაწილეთა საყურადღებოდ! კორონა ვირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო წელს "OLYINFO"-ს გაზაფხულის სეზონის ჩატარება გადაიდო. თუმცა, ინფორმატიკის ოლიმპიადას იგივე ფორმატით და პრაქტიკულად იგივე ვადებში ჩაატარებს თქვენთვის კარგად ცნობილი ორგანიზაცია KINGS-ი OLYINFO-ს ჯგუფის ინტელექტუალური მხარდაჭერით. ანუ, ოლიმპიადა ჩატარდება იგივე სტილის ამოცანებით, (ამოცანებს მოამზადებს OLYINFO-ს ჯგუფი), იგივე ასაკობრივი ჯგუფებისთვის (3-4, 5-6, 7-8, 9-12 კლასები) და ისევ ორ ტურად (იმ განსხვავებით, რომ ამჯერად ორივე ტური დაუსწრებელი იქნება). ასევე ორივე ტური კვლავ უფასო იქნება!!! მსურველებს და OLYINFO-ს უკვე სტაჟიან მონაწილეებს გთხოვთ დარეგისტრირდეთ შემდეგი ბმულიდან: www.kings.ge იქვე ნახავთ ოლიმპიადის ჩატარების განრიგს და ყველა სხვა საჭირო ინფორმაციას!
ჩვენ ვრჩებით თქვენთან! გისურვებთ წარმატებებს!