სიახლეები

OLYINFO 1-ლი ივლისი, ინტერნეტ ოლიმპიადის საბოლოო შედეგები

ქვემოთ მითითებულ ბმულებზე იხილეთ OLYINFO-ს 2021 წლის გაზაფხულის სეზონის 1-ლ ივლისს ჩატარებული ინტერნეტ ოლიმპიადის საბოლოო შედეგები:

3-4   კლასები,          5-6   კლასები,          7-8   კლასები,           9-12   კლასები

ცხრილებში ასახულნი არ არიან ის მონაწილეებივინც ინტერნეტ ტური ნულოვანი შედეგით დაასრულა.

ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევებში მონაწილეთა ადგილები განისაზღვრა ნამუშევრების ჩაბარების დროების მიხედვით. ანუ, უპირატესობა მიენიჭა იმ მოსწავლეს, ვინც ოლიმპიადა უფრო ადრე დაასრულა.

მიუხედავად წინასწარ განცხადებული წესისა, რომ დიპლომებით და სიგელებით დაჯილდოვდებოდნენ თითოეული ასაკობრივი ჯგუფის მხოლოდ ოცეულები, სიგელები გადაეცემათ იმ მოსწავლეებსაც, ვინც მე-20 ადგილის ქვემოთ მოხვდნენ, მაგრამ მე-20 ადგილზე გასული მოსწავლის თანაბარი ქულები დააგროვეს.

გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომები და სიგელები დაეგზავნებათ მათ მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტებზე 20 ივლისამდე.

ამით ოლიმპიადა დასრულებულია. 2021 წლის შემოდგომის სეზონი სავარაუდოდ ჩატარდება ნოემბერ-დეკემბერში ისევ იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება კოვიდ-სიტუაცია, ანუ შესაძლებელია კვლავ ერთი ინტერნეტ ტური ჩატარდეს. რეგისტრაცია გამოცხადდება და შესაბამისი ინფორმაცია განთავსდება ჩვენს საიტზე. ყველა ჯგუფში გამოყენებული ამოცანები სწორი პასუხებით უკვე შეგიძლიათ იხილოთ ასევე ჩვენს საიტზე!

გილოცავთ ყველა გამარჯვებულს და მონაწილეს! გისურვებთ მომავალ წარმატებებს!!!

OLYINFO 2021, გაზაფხულის სეზონი . ჩართულია ანალიზის რეჟიმი.

ყურადღება !!!

ჩართულია  ინტერნეტ  ტურის  ანალიზის  რეჟიმი.

3-4 კლასები

5-6 კლასები

7-8   კლასები

9-12   კლასები
 

საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 3 დღის ვადაში.

 

OLYINFO 2021, ანალიზის რეჟიმი, შედეგები

ყურადღება !!!

ხვალ, 2 ივლისს, დილის 10 საათიდან ჩაირთვება OLYINFO-ს დღევანდელი ინტერნეტ ტურის ანალიზის რეჟიმი, სადაც ყველა მონაწილეს შეეძლება თავისი ნამუშევრის და სწორი პასუხების ნახვა. შესაბამისად, თავისი შეცდომების გაანალიზება.

ოლიმპიადის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 3 დღის ვადაში!

OLYINFO 2021, 1 ივლისი, ინტერნეტ ტური

ყურადღება!!!    ინტერნეტ  ტური  ტარდება შემდეგი განრიგით:

შეჯიბრის დაწყებამდე წაიკითხეთ   ინსტრუქცია!!!.

გისურვებთ წარმატებებს !!!

OLYINFO-ზე პაროლების წინასწარი შემოწმება

ყურადღება !!!

რეგისტრაცია დამთავრებულია და ჩართულია პაროლების წინასწარი შემოწმების რეჟიმი:

3-4   კლასები     5-6   კლასები     7-8   კლასები    9-12   კლასები (დააჭირეთ შესაბამისი კლასის ბმულზე)

შეჯიბრის დაწყებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცი.   (დააჭირეთ ლურჯად გამოყოფილ ბმულზე)

 პრობლემების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:  gurkot@gmail.com

შეგახსენებთ ხვალინდელი ტურის განრიგს:

III-IV კლასები: 10:00-11:00  V-VI კლასები: 11:30-12:30     VII-VIII კლასები: 13:00-14:00     IX-XII კლასები: 14:30-15:30     

გისურვებთ წარმატებებს !!!

 

 

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21