OLYINFO 2026 დასრულდა. ამ სეზონზე გამოყენებული ამოცანები სწორი პასუხებით და შესაბამისი ფოტომასალა უკვე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ ოლიმპიადის ყველა მონაწილეს და გამარჯვებულებს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!!!
მომავალ შეხვედრამდე 2027 წლის სეზონზე, რომელიც კვლავ თებერვალ-მარტში გაიმართება. თვალი ადევნეთ ჩვენს საიტს!
ყურადღება: ჩართულია დასკვნითი ტურის ანალიზის რეჟიმი:
3-4 კლასები 5-6 კლასები 7-8 კლასები 9-12 კლასები
სისტემაში შესასვლელად გამოიყენეთ დასკვნითი ტურისთვის დაგენერირებული ახალი პაროლები:
OLYINFO 2026-ის დასკვნითი ტური გაიმართება ქ. თბილისში, 8 მარტს, კვირას, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU). მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი N82. უნივერსიტეტის კამპუსამდე მოსვლა შესაძლებელია: ავტობუსით #173, #345, #351 ან მიკროავტობუსით #449, #450.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაში (ორივე ტურში) მონაწილეობა უფასოა!!!
დასკვნითი ტურის ჩატარების განრიგი ასეთია:
გთხოვთ, დროულად გამოცხადდეთ რეგისტრაციაზე, დაგვიანებული მოსწავლეები ტურზე არ დაიშვებიან!
პედაგოგებს და სკოლების ხელმძღვანელებს გთხოვთ მაქსიმალურად უზრუნველყოთ ფინალში გადასულ მოსწავლეთა შეჯიბრზე გამოცხადება!
გისურვებთ წარმატებებს!
OLYINFO-ს ზოგადი დებულებით და შიდა წესდებით განსაზღვრული წესების მიხედვით დასკვნით ტურზე დაშვებული იქნენ შემდეგი მოსწავლეები:
3-4 კლასები, 5-6 კლასები, 7-8 კლასები, 9-12 კლასები
დასკვნითი ტური გაიმართება თბილისში, 8 მარტს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
ტურის ჩატარების ზუსტი მისამართი, განრიგი და სხვა დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება აქ, ჩვენს საიტზე მის ჩატარებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე.
სკოლებს და მშობლებს გთხოვთ მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ მოსწავლეთა დასკვნით ტურში მონაწილეობას. თუ მოსწავლე რაიმე მიზეზით ვერ ახერხებს ტურზე გამოცხადებას, გთხოვთ წინასწარ გვაცნობოთ წერილობით შემდეგ მისამართებზე: olympiadhub@btu.edu.ge, mandariag@gmail.com