სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადა ინფორმატიკაში (OLYINFO)

ტესტური ამოცანები

ოლიმპიადაზე მოსული ამოცანები იქნება ტესტური სახის, სადაც ასარჩევი იქნება სწორი პასუხი. კითხვების უმეტესობა არის ლოგიკურ-ალგორითმული, რაშიც მოსწავლეს მათემატიკური აზროვნება დაეხმარება

საქართველოს მასშტაბით

Olyinfo ტარდება სხვადახვა კუთხის არაერთ სკოლაში. თქვენ შეგეძლებათ, შეეჯიბროთ უამრავ მოსწავლეს მთელი საქარველოს მასშტაბით.

წამახალისებელი პრიზები

გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემა საინტერესო პრიზები. გარდა ამისა, წარჩინებულ მონაწილეებს გადავცემთ დიპლომებსა და სერტიფიკატებს

სიახლეები

ცხადდება რეგისტრაცია 2026 წლის სეზონზე

ცხადდება რეგისტრაცია 2026 წლის სეზონზე

წელს ოლიმპიადა ისევ ჩატარდება ორ ტურად. პირველი ტური გაიმართება ონლაინ რეჟიმში 1-ლ თებერვალს,
ხოლო დასკვნითი ტური ჩატარდება დასწრებულად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 8 მარტს.
ოლიმპიადა ჩატარდება ოთხ ასაკობრივ ჯგუფში: III-IV, V-VI, VII-VIII,   IX-XII კლასები (განცხადების სრული
ტექსტის და პირველი ტურის ჩატარების განრიგის  სანახავად დააჭირეთ  ქვემოთ მარჯვნივ ღილაკს "გაგრძელება").

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი იწყებს პირველი ეროვნული მასშტაბის ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ პროცესს

ყურადღება: იწყება რეგისტრაცია სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (OLYINFO). 
რეგისტრაცია 2026 წლის 15 იანვრიდან 29 იანვრამდე გაგრძელდება.

მასში მონაწილეობა შეუძლიათ III-XII კლასების მოსწავლეებს. OLYINFO თითოეულ მონაწილეს მისცემს შესაძლებლობას,
გამოსცადოს საკუთარი უნარები ანალიტიკურ, ლოგიკურ და ალგორითმულ აზროვნებაში. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ სარეგისტრაციო
ბმულს მთავარ გვერდზე. OLYINFO - ს ოლიმპიადასთან დაკავშირებით პირველი საინფორმაციო შეხვედრა
თბილისში - 16 იანვარს 17:00 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართება, ხოლო რეგიონებში
მომდევნო კვირებში დაიგეგმება. თბილისში საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველებს ვთხოვთ შეავსონ
სარეგისტრაციო ანკეტა შემდეგ ბმულზე: საინფორმაციო შეხვედრის სარეგისტრაციო ბმული

OLYINFO 2 მარტი, ინტერნეტ ოლიმპიადის საბოლოო შედეგები

ქვემოთ მითითებულ ბმულებზე იხილეთ OLYINFO-ს 2025 წლის გაზაფხულის სეზონის 2 მარტს ჩატარებული 

ინტერნეტ ოლიმპიადის საბოლოო შედეგები:

3-4   კლასები,  5-6   კლასები,   7-8   კლასები,    9-12   კლასები

ცხრილებში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც ინტერნეტ ტური ნულოვანი შედეგით დაასრულა. 
ჩვენი ზოგადი დებულების (მუხლი 4) თანახმად (https://olyinfo.ge/page.php?id=10), ფიზიკა-მათემატიკური სკოლების და
საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიურის ინფორმატიკის საოლიმპიადო წრეების აღსაზრდელებს  
(გარდა მე-6 და უფრო დაბალი კლასელების ა) ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ კონკურსგარეშე.


ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევებში მონაწილეთა ადგილები განისაზღვრა ნამუშევრების ჩაბარების
დროების მიხედვით. ანუ, უპირატესობა მიენიჭა იმ მოსწავლეს, ვინც ოლიმპიადა უფრო ადრე დაასრულა. 
გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომები და სიგელები დაეგზავნებათ მათ მიერ რეგისტრაციის დროს 
მითითებულ ელ-ფოსტაზე მარტის ბოლომდე.


ამ პროცესებით ოლიმპიადა დასრულებულია. მომდევნო სეზონზე რეგისტრაცია გამოცხადდება და შესაბამისი ინფორმაცია 
განთავსდება ჩვენს საიტზე. ტრადიციისამებრ, ასევე ჩვენს საიტზე ოდნავ მოგვიანებით დაიდება ყველა ჯგუფში 
გამოყენებული ამოცანები სწორი პასუხებით!


"საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი  ასოციაცია" ულოცავს  ყველა გამარჯვებულს და მონაწილეს! გისურვებთ მომავალ წარმატებებს!

პროექტის პარტნიორები

პროექტის გენერალური მხარდამჭერია თიბისი, რომელიც მრავალი წელია აქტიურად უჭერს მხარს განათლებისა და ტექნოლოგიების განვითარებას საქართველოში. პროექტის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ICT ასოციაცია საქართველოში, დეველოპერული კომპანია ბლოქსი, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია LINEATE და გლობალურ ტექნოლოგიური კომპანია EPAM.

© Olyinfo 2025. ყველა უფლება დაცულია