- სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლის ინტერესის გაღვივება;
- სამართლიანი, ობიექტური და გამჭირვალე შეფასების სიტემის გამოყენებით ნიჭიერი, პერსპექტიული, საინფორმაციო ტექნოლოგიების შესწავლით დაინტერესებული მოსწავლეების გამოვლენა, წახალისება, ერთმანეთთან გაცნობა და დაახლოება;
- საინფორმაციო ტექნოლოგიების კვალიფიციურ და პერსპექტიულ მასწავლებელთა გამოვლენა, წახალისება, ერთმანეთთან გაცნობა და დაახლოება;
- საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების პოპულარიზაცია;
- საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ახალგაზრდა თაობის ინტერესის და სწავლის მოტივაციის ამაღლება;
- საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების დონის ამაღლება;
- მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა, საინფორმაციო საზოგადოებაში ადაპტაციისათვის და მომავალი საუნივერსიტეტო განათლებისათვის თუ პრაქტიკული საქმიანობისათვის საფუძვლის მომზადება;
- მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის ანალიტიკური, შემოქმედებითი, კვლევითი, ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბება;
- ქვეყნის ინტელექტუალური და სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებისათვის საფუძვლის შექმნა;
- ინფორმატიკაში ეროვნული თუ სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადებში (მათ შორის მსოფლიო) მონაწილეობის მისაღებად ნიჭიერი და პერსპექტიული მოსწავლეების მოძიება საოლიმპიადო მუშაობაში მათი შემდგომი ჩართვის მიზნით.
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა.