საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი იწყებს პირველი ეროვნული მასშტაბის ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ პროცესს

ყურადღება: რეგისტრაცია იწყება სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (OLYINFO). 
რეგისტრაცია 2026 წლის 15 იანვრიდან 29 იანვრამდე გაგრძელდება.

მასში მონაწილეობა შეუძლიათ III-XII კლასების მოსწავლეებს. OLYINFO თითოეულ მონაწილეს მისცემს შესაძლებლობას,
გამოსცადოს საკუთარი უნარები ანალიტიკურ, ლოგიკურ და ალგორითმულ აზროვნებაში. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ სარეგისტრაციო
ბმულს მთავარ გვერდზე. OLYINFO - ს ოლიმპიადასთან დაკავშირებით პირველი საინფორმაციო შეხვედრა
თბილისში - 16 იანვარს 17:00 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართება, ხოლო რეგიონებში
მომდევნო კვირებში დაიგეგმება. თბილისში საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველებს ვთხოვთ შეავსონ
სარეგისტრაციო ანკეტა შემდეგ ბმულზე: საინფორმაციო შეხვედრის სარეგისტრაციო ბმული