ისტორია
საქართველოში ინფორმატიკის საოლიმპიადო აქტივობები 1980-იანი წლების ბოლოდან იწყება. სწორედ მაშინ დაიწყო ინტენსიური სისტემის შექმნა, რომლის მიზანი იყო ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მათი მომზადება და ამ ოლიმპიადებში მონაწილეობა. ეს გულისხმობდა მათთვის დაპროგრამების ენების და ალგორითმების სწავლებას, შესაბამისად, სათანადო ცოდნის მიცემასთან ერთად ამ ახალგაზრდებისათვის ძლიერი ანალიტიკურ-ლოგიკური, კრიტიკული, ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებას, რომლის შედეგადაც გახდებოდა სწორედ შესაძლებელი მაღალი რანგის საერთაშორისო ოლიმპიადებში არამარტო მონაწილეობა, არამედ სერიოზული წარმატებების მიღწევაც.
1990 წელს გიორგი დათუაშვილის მიერ მოპოვებული ოქროს მედალი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გახდა საქართველოსათვის პირველი მნიშვნელოვანი მიღწევა ამ სფეროში. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა არაერთი ჯილდო მოიპოვა სხვადასხვა ოლიმპიადაზე. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ინტენსიური სისტემა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებისათვის ალგორითმული და პროგრამული აზროვნების განვითარება და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მიზნობრივი მომზადება.
2017 წელს, საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაციის მიერ, პირველად ჩატარდა ეროვნულ დონეზე სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადა (OLYINFO), რომელმაც რეგიონებში მცხოვრებ მოტივირებულ მოსწავლეებს, ალგორითმული აზროვნების განვითარების შესაძლებლობა მისცა.
სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადა ინფორმატიკაში (OLYINFO) — ეს არის ეროვნული მასშტაბის ოლიმპიადა, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის ასაკის ახალგაზრდებში ინფორმატიკის, ტექნოლოგიებისა და ლოგიკურ-ალგორითმული აზროვნების განვითარების ხელშეწყობას. ეს ოლიმპიადა ტარდება მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ოლიმპიადაში (OLYINFO) მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ალგორითმული შინაარსის ამოცანების ამოხსნით. ოლიმპიადის ასაკობრივი კატეგორიაა: 3 – 12 კლასის მოსწავლეები (ასაკობრივი ჯგუფები: III-IV კლასები, V-VI კლასები, VII – VIII კლასები, IX – XII კლასები).
რეგისტრაციის პროცესი
ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლემ უნდა გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია OLYINFO-ს ვებ-გვერდზე. ოლიმპიადის ორივე ტურში მონაწილეობა უფასოა;
ოლიმპიადის მთავარი მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და მათი მოტივაციის ამაღლება კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით. დასკვნით ტურში გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან სპეციალური დიპლომებით, ხოლო ამ ტურის თითოეული მონაწილე მიიღებს ოლიმპიადაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი
2025 წელს ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან ერთად დაარსდა საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილებისა და საერთაშორისო ნდობის მქონე სპეციალისტებთან ერთად, საქართველოში არსებულ საოლიმპიადო ეკოსისტემას ერთი ძლიერი ცენტრის სახით გააერთიანებს.
ჰაბის მიზანია მსოფლიოს წამყვანი ინფორმატიკის ოლიმპიადებისთვის სხვადასხვა ეროვნული ნაკრებების ფორმირება, ტექნოლოგიურ სფეროში ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა, ნაკრების წევრთა მომზადება და მხარდაჭერა საუკეთესო საოლიმპიადო შედეგების მისაღწევად.
ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს საქართველოში მოსწავლეთა ოლიმპიადების ჩატარებას, ეროვნული ნაკრებების მომზადებას და საერთაშორისო ოლიმპიადებში მათ მონაწილეობას. ეს ოლიმპიადებია:
საქართველოში ინფორმატიკის საოლიმპიადო აქტივობები 1980-იანი წლების ბოლოდან იწყება. წლების განმავლობაში, საქართველოს მონაწილეობა მსოფლიოს წამყვან ოლიმპიადებში არაერთხელ დასრულებულა გამორჩეული შედეგებით — ქართველი ახალგაზრდები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები ხდებოდნენ, აგრძელებდნენ სწავლას მსოფლიოს საუკეთესო რეიტინგის მქონე უნივერსიტეტებში, იწყებდნენ თანამშრომლობას წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან და ქმნიდნენ წარმატებულ სტარტაპებს.
საქართველოს მიღწევები საერთაშორისო ასპარეზზე
სულ ჯამში:
🏅 11 ოქროს მედალი
🥈 21 ვერცხლის მედალი
🥉 65+ ბრინჯაოს მედალი
ევროპის აბსოლუტური ჩემპიონობა EJOI-ში
ეს შედეგები აძლიერებს ქვეყნის საერთაშორისო STEM პოზიციონირებას და საქართველოში.
საქართველოს ტექ ოლიმპიადის ჰაბის პარტნიორები
საქართველოს ტექოლიმპიადების ჰაბი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ინიციატივით და თიბისი ბანკის მხარდაჭრით დაფუძნდა. პროექტის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ICT ასოციაცია, ლინეიტი, ეპამი და დეველოპერული კომპანია ბლოქსი.
გარდა ამისა, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ორგანიზებით (GAIA), ყოველწლიურად ტარდება ეროვნული AI ოლიმპიადა, მისი მიზანი AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შერჩევაა. ოლიმპიადა ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან პარტნიორობით და თიბისის გენერალური მხარდაჭერით ტარდება.