ცხადდება რეგისტრაცია 2026 წლის სეზონზე

ცხადდება რეგისტრაცია 2026 წლის სეზონზე

წელს ოლიმპიადა ისევ ჩატარდება ორ ტურად. პირველი ტური გაიმართება ონლაინ რეჟიმში 1-ლ თებერვალს,
ხოლო დასკვნითი ტური ჩატარდება დასწრებულად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 8 მარტს.
ოლიმპიადა ჩატარდება ოთხ ასაკობრივ ჯგუფში: III-IV, V-VI, VII-VIII,   IX-XII კლასები.

იჩქარეთრეგისტრაცია ჩართულია და დამთავრდება ტურამდე 2 დღით ადრე29 იანვარს, ღამის 23:00 საათზეოლიმპიადა  უფასოა და მასში მონაწილეობა არ მოითხოვს სპეციალურ ცოდნას

გაითვალისწინეთ, რომ კომუნიკაცია მონაწილეებთან განხორციელდება რეგისტრაციის დროს მითითებული
ელ-ფოსტის საშუალებით. გთხოვთ, არ დარეგისტრირდეთ ელ-ფოსტით: 
students.gov.ge, რადგან ამ ფოსტაზე გარედან წერილები
არ იგზავნება.

ასევე გთხოვთყურადღებით ადევნოთ თვალი ჩვენს მომდევნო ინფორმაციებსყოველდღიურად შეამოწმეთ საიტი

შეჯიბრი ჩატარდება შემდეგი განრიგით:

10:00  -  11:00 – III-IV კლასები

11:30  -  12:30 – V-VI  კლასები

13:00  -  14:00 – VII-VIII კლასები

14:30  -  15:30 – IX-XII  კლასები

ტურის ხანგრძლივობა თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში 1 საათი. ამოსახსნელი ამოცანების რაოდენობა 10.

ყურადღება! აუცილებლად ჩაიწერეთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი რეგისტრაციის დროს.
ასევე ყურადღებით აირჩიეთ თქვენი ასაკობრივი ჯგუფი (კლასების მიხედვით). რეგისტრაციის დამთავრებისთანავე
ჩაირთვება პაროლების წინასწარი შემოწმების და სისტემაში

შესვლის მოსინჯვის რეჟიმი, რათა შემდეგ შეჯიბრის დაწყებისას  არ იყოს რაიმე პრობლემები.
რეგისტრაციის დროს პრობლემების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 
gurkot@gmail.com

დასწრებული (დასკვნითი) ტურის ჩატარების განრიგი მოგვიანებით გამოქვეყნდება.