OLYINFO 2017, ნოემბერი. II ტურში დაშვებულები

ყურადღება !!!

წინა განცხადებაში, პირველი ტურის ყველა მონაწილეს ანალიზის რეჟიმში შეუძლია იხილოს თავისი შედეგი.

მეორე ტურში დაშვებულნი იქნებიან ის მოსწავლეები, რომლებმაც მოაგროვეს 15 და მეტი ქულა.

მეორე ტური გაიმართება 3 დეკემბერს ზუსტად იგივე განრიგით, როგორც გაიმართა პირველი ტური. ყურადღებით ადევნეთ თვალი ჩვენს განცხადებებს.

 შეგახსენებთ, რომ მეორე ტური ფასიანია და გადასახადი შეადგენს 15 ლარს.

იმ ბავშვების მშობლებმა ან პედაგოგებმა, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ან რაიმე მიზეზის გამო არ შეუძლიათ თანხის გადახდა, გთხოვთ მოგვმართოთ მენიუს პუნქტ „კონტაქტი“-ში მითითებულ ელ-ფოსტაზე და ჩვენ გაგათავისუფლებთ გადასახადისაგან.

გადახდის წესი და შესაბამისი საბანკო რეკვიზიტები იხილეთ  მენიუს პუნქტში „გადახდა“.