OLYINFO-ს 2018 წლის გაზაფხულის სეზონი იწყება
იჩქარეთ, რეგისტრაცია ჩართულია და იგი დამთავრდება პირველ ტურამდე 2 დღით ადრე!!!
სიახლე!!! ამ სეზონზე გაიმართება ორი ტური: პირველი-ინტერნეტ ტური და მეორე-დასწრებული (ფინალური) ტური.
ორივე ტური უფასოა!!!
წინა სეზონებზე გამოყენებული ამოცანები იხილეთ მენიუს პუნქტში „ოლიმპიადის შესახებ - ამოცანები"
ყურადღება! აუცილებლად ჩაიწერეთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი რეგისტრაციის დროს. ასევე ყურადღებით აირჩიეთ თქვენი ასაკობრივი ჯგუფი. რეგისტრაციის დამთავრებისთანავე ჩაირთვება პაროლების წინასწარი შემოწმების და სისტემაში შესვლის მოსინჯვის რეჟიმი, რათა შემდეგ პირველი ტურის დროს არ იყოს რაიმე პრობლემები. რეგისტრაციისას პრობლემების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: gurkot@gmail.com (mob: 592 499909)
მიიღეთ მონაწილეობა OLYINFO-ში, გამოსცადეთ გამარჯვების სიხარული, მოიგეთ საინტერესო პრიზები!
მათ, ვინც პირველად უნდა მიიღონ მონაწილეობა ჩვენს ოლიმპიადაში, შეუძლიათ იხილონ შემოდგომის სეზონზე გამოყენებული ამოცანები მენიუს პუნქტში „ოლიმპიადის შესახებ - ამოცანები" და დარწმუნდნენ იმაში, რომ ეს არის სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადა ინფორმატიკაში - ოლიმპიადა ყველასათვის და რომ მათ შეუძლიათ მასში მონაწილეობა სპეციალური ცოდნის გარეშე. ეს ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის.