იჩქარეთ, რეგისტრაცია ჩართულია და იგი დამთავრდება პირველ ტურამდე 2 დღით ადრე!!!
სულ გაიმართება ორი ტური: პირველი-ინტერნეტ ტური და მეორე-დასწრებული (ფინალური) ტური.
ორივე ტური უფასოა!!!
ყურადღება! აუცილებლად ჩაიწერეთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი რეგისტრაციის დროს. ასევე ყურადღებით აირჩიეთ თქვენი ასაკობრივი ჯგუფი. რეგისტრაციის დამთავრებისთანავე ჩაირთვება პაროლების წინასწარი შემოწმების და სისტემაში შესვლის მოსინჯვის რეჟიმი, რათა შემდეგ პირველი ტურის დროს არ იყოს რაიმე პრობლემები.
მიიღეთ მონაწილეობა OLYINFO-ში, გამოსცადეთ გამარჯვების სიხარული, მოიგეთ საინტერესო პრიზები!
ეს არის სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადა ინფორმატიკაში და მასში მონაწილეობა შეუძლია ყველას სპეციალური ცოდნის გარეშე!!!
განრიგი
პირველი ტური გაიმართება 8 დეკემბერს, ხოლო მეორე, დასწრებული (ფინალური) ტური 23 დეკემბერსს. პირველი ტურის განრიგი ასეთია:
სიახლე!!! XI-XII კლასებში მონაწილეთა სიმცირის გამო ამ სეზონზე პირველად იქნება 3 ასაკობრვი ჯგუფი: V-VI კლასები, VII-VIII კლასები და IX-XII კლასები.
დასწრებული (ფინალური) ტურის ჩატარების დრო და განრიგი მოგვიანებით გამოქვეყნდება.