OLYINFO-ს 2020 წლის შემოდგომის სეზონი

წელს,  კორონა ვირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო 2020 წლის შემოდგომის სეზონი ჩატარდება მოგვიანებით და გაიმართება მხოლოდ ერთი ინტერნეტ ტური. 

იგი ჩატარდება 28 იანვარს (ტურის ჩატარების განრიგის სანახავად დააჭირეთ ქვემოთ ღილაკს "გაგრძელება").

იჩქარეთ,  რეგისტრაცია   ჩართულია და დამთავრდება ტურამდე 2 დღით ადრე!!!

ოლიმპიადა  კვლავ უფასოა და მასში მონაწილეობა არ მოითხოვს სპეციალურ ცოდნას!!!

თითოეული ასაკობრივი ჯგუფის 10 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეს გამარჯვებულის დიპლომები გადაეცემათ, ხოლო რადგან ოლიმპიადა ერთტურიანია, მომდევნო ათი მოსწავლე სიგელებით დაჯილდოვდება. გაითვალისწინეთ, რომ დიპლომები და სიგელები რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტა-ზე დაგეგზავნებათ!

გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალი ჩვენს მომდევნო ინფორმაციებს, ყოველდღიურად შეამოწმეთ საიტი!!!

ინტერნეტ ტურის ჩატარების განრიგი:

ტურის ხანგრძლივობა თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში 1 საათი. ამოსახსნელი ამოცანების რაოდენობა 10!

ყურადღება! აუცილებლად ჩაიწერეთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი რეგისტრაციის დროს. ასევე ყურადღებით აირჩიეთ თქვენი ასაკობრივი ჯგუფი. რეგისტრაციის დამთავრებისთანავე ჩაირთვება პაროლების წინასწარი შემოწმების და სისტემაში შესვლის მოსინჯვის რეჟიმი, რათა შემდეგ შეჯიბრის დაწყებისას  არ იყოს რაიმე პრობლემები.