OLYINFO 28 იანვარი, ინტერნეტ ოლიმპიადის საბოლოო შედეგები

ქვემოთ მითითებულ ბმულებზე იხილეთ OLYINFO-ს 2020 წლის შემოდგომის სეზონის 28 იანვარს ჩატარებული ინტერნეტ ოლიმპიადის საბოლოო შედეგები:

3-4   კლასები,          5-6   კლასები,          7-8   კლასები,           9-12   კლასები.

ცხრილებში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც შესარჩევი ტური ნულოვანი შედეგით დაასრულ

ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევებში მონაწილეთა ადგილები განისაზღვრა ნამუშევრების ჩაბარების დროების მიხედვით. ანუ, უპირატესობა მიენიჭა იმ მოსწავლეს, ვინც ოლიმპიადა უფრო ადრე დაასრულა.

მიუხედავად წინასწარ განცხადებული წესისა, რომ დიპლომებით და სიგელებით დაჯილდოვდებოდნენ თითოეული ასაკობრივი ჯგუფის მხოლოდ ოცეულები, სიგელები გადაეცემათ იმ მოსწავლეებსაც, ვინც მე-20 ადგილის ზემოთ მოხვდნენ, მაგრამ მე-20 ადგილზე გასული მოსწავლის თანაბარი ქულები დააგროვეს.

გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომები და სიგელები დაეგზავნებათ მათ მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტაზე 20 თებერვლამდე.

ამით ოლიმპიადა დასრულებულია. 2021 წლის გაზაფხულის სეზონი ჩატარდება მაის-ივნისში იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება კოვიდ-სიტუაცია (შესაძლებელია კვლავ ერთი ინტერნეტ ტური ჩატარდეს ივნისის თვეში! ყველა ჯგუფში გამოყენებული ამოცანები სწორი პასუხებით უკვე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე!

გილოცავთ ყველა გამარჯვებულს და მონაწილეს! გისურვებთ მომავალ წარმატებებს!