OLYINFO-ს 2022 წლის შემოდგომის სეზონი

გარკვეული პრობლემების გამო 202წლის შემოდგომის სეზონიც მოგვიანებით ჩატარდება და  ერთი 
ინტერნეტ ტური გაიმართება
იგი ჩატარდება 19 თებერვალს იჩქარეთ,  რეგისტრაცია 
ჩართულია და დამთავრდება ტურამდე 2 დღით ადრე, 17 თებერვალს, ღამის 23:00 საათზე.

ოლიმპიადა  კვლავ უფასოა და მასში მონაწილეობა არ მოითხოვს   სპეციალურ ცოდნას.

თითოეული ასაკობრივი ჯგუფის 10 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეს გამარჯვებულის დიპლომები 
გადაეცემათ, ხოლო რადგან ოლიმპიადა ერთ ტურიანია, მომდევნო ათი მოსწავლე სიგელებით დაჯილდოვდება. 
გაითვალისწინეთ, რომ დიპლომები და სიგელები რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ ფოსტაზე დაგეგზავნებათ. 
გთხოვთ, არ დარეგისტრირდეთ ელ-ფოსტით: @students.gov.ge, რადგან ამ ფოსტაზე გარედან წერილები არ იგზავნება.

ასევე გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალი ჩვენს მომდევნო ინფორმაციებს, ყოველდღიურად შეამოწმეთ საიტი.

შეჯიბრი ჩატარდება შემდეგი განრიგით:

10:00  -  11:00 – III-IV კლასები, 11:30  -  12:30 – V-VI  კლასები, 13:00  -  14:00 – VII-VIII კლასები, 14:30  -  15:30 – IX-XII  კლასები

ტურის ხანგრძლივობა თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში 1 საათი. ამოსახსნელი ამოცანების რაოდენობა 10. 

ყურადღება: აუცილებლად ჩაიწერეთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი რეგისტრაციის დროს. ასევე ყურადღებით აირჩიეთ 
თქვენი ასაკობრივი ჯგუფი. რეგისტრაციის დამთავრებისთანავე ჩაირთვება პაროლების წინასწარი შემოწმების და სისტემაში შესვლის 
მოსინჯვის რეჟიმი, რათა შემდეგ შეჯიბრის დაწყებისას  არ იყოს რაიმე პრობლემები.

რეგისტრაციის დროს პრობლემების არსებობის შემთხვევაში 
დაგვიკავშირდით:  gurkot@gmail.com