შიდა წესდება განსაზღვრავს OLYINFO-ს ჩატარების წესებსა და პირობებს. აგრეთვე, ოლიმპიადის მეთოდოლოგიური და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის საკითხებს და მასში ყოველი კონკრეტული ოლიმპიადის ჩატარების წინ შეიძლება შევიდეს ცვლილებები და დამატებები.
მუხლი 1. რეგისტრაცია
1. ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლემ უნდა გაიაროს სპეციალური ონლაინ რეგისტრაცია OLYINFO-ს ვებ-გვერდზე: www.olyinfo.ge; აკრძალულია ერთი და იგივე მონაწილის რამდენჯერმე დარეგისტრირება სხვადასხვა E-mail-ით. ასეთი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში მონაწილე მოიხსნება შეჯიბრებიდან;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაცია მიმდინარეობს წინასწარ დაანონსებულ ვადებში;
3. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ საორგანიზაციო ჯგუფი ქმნის ოლიმპიადაში მონაწილეების მონაცემთა ელექტრონულ ბაზას.
მუხლი 2. ოლიმპიადის ტურის ჩატარების დრო
1. ოლიმპიადის ტურები ტარდება OLYINFO-ს საორგანიზაციო ჯგუფის მიერ დამტკიცებული განრიგის შესაბამისად;
2. ოლიმპიადის განრიგი გამოქვეყნდება OLYINFO-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.olyinfo.ge
მუხლი 3. ტესტირების წესები
ოლიმპიადის ორივე ტურში ტესტირების წესი ერთი და იგივეა. კერძოდ:
1. საკითხები მონაწილეს მიეწოდება შემთხვევითობის პრინციპით, ანუ რეალური საკითხის ნომერი შეიძლება არ ემთხვეოდეს ეკრანზე მონაწილის მიერ არჩეულ ნომერს. თუმცა, ეკრანზე ნომრის არჩევის შემდეგ მონაწილე ხედავს რეალური საკითხის ნომერს;
2. თითოეულ საკითხზე პასუხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ, თუმცა მონაწილეს შეუძლია არ გასცეს პასუხი კონკრეტულ საკითხს, გამოტოვოს, ანუ აირჩიოს სხვა საკითხი და მოგვიანებით ისევ დაუბრუნდეს მას;
3. კონკრეტულ საკითხზე შემოთავაზებული ალტერნატიული პასუხებიდან შესაძლებელია მხოლოდ ერთის არჩევა. სწორად გაცემული პასუხი ფასდება ამ საკითხისათვის მინიჭებული შესაბამისი ქულით, რომელსაც მონაწილე ხედავს. არასწორად გაცემული პასუხი ფასდება 0 ქულით.
მუხლი 4. ოლიმპიადის პირველი ტური
1. ოლიმპიადის პირველ ტურში, თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში, მონაწილეებისათვის განკუთვნილი ტესტი შედგება 10 საკითხისაგან;
2. ფინალურ ტურში თითოეული ასაკობრივი ჯგუფიდან გადადის რეიტინგული სიის არაუმეტეს პირველი 80 მონაწილისა, რომელთა მიერ მოგროვებული ქულათა რაოდენობა შეადგენს მაქსიმალური ქულის არანაკლებ 40%-ს. თანაბარი ქულების დაფიქსირების შემთხვევაში 80 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილის გამოვლენა მოხდება ოლიმპიადის „ზოგადი დებულების" მუხლი 5-ის 5.2 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში აღწერილი წესით.
მუხლი 5. ოლიმპიადის მეორე (ფინალური) ტური
1. ოლიმპიადის მეორე ტურში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში, მონაწილეებისათვის განკუთვნილი ტესტი შედგება 12 საკითხისაგან. თითოეულ საკითხზე პასუხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ, თუმცა მონაწილეს შეუძლია არ გასცეს პასუხი კონკრეტულ საკითხს, გამოტოვოს, ანუ აირჩიოს სხვა საკითხი და მოგვიანებით ისევ დაუბრუნდეს მას. ასევე, კონკრეტულ საკითხზე შემოთავაზებული ალტერნატიული პასუხებიდან შესაძლებელია მხოლოდ ერთის არჩევა. სწორად გაცემული პასუხი ფასდება ამ საკითხისათვის მინიჭებული შესაბამისი ქულით, ხოლო არასწორად გაცემული პასუხი 0 ქულით;
2. ოლიმპიადის გამარჯვებულები არიან თითოეული ასაკობრივი ჯგუფის 10 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილეები. თანაბარი ქულების დაფიქსირების შემთხვევაში 10 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილის გამოვლენა მოხდება ოლიმპიადის „ზოგადი დებულების" მუხლი 5-ის 5.2 პუნქტის მე-5, მე-6 და მე-7 ქვეპუნქტებში აღწერილი წესით.
მუხლი 6. ოლიმპიადის მონაწილეების დაჯილდოვება
1. მეორე (ფინალური) ტურის თითოეული მონაწილე კუთვნილ სერტიფიკატს მიიღებს ტურის დამთავრებისთანავე, დაჯილდოვების ცერემონიალზე;
2. ოლიმპიადის თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვებული მოსწავლეები დიპლომებს მიიღებენ დაჯილდოვების ცერემონიალზე;
3. თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში გაიცემა 10 დიპლომი: 1 პირველი ხარისხის დიპლომი პირველ ადგილზე გასული მონაწილისათვის, 1 მეორე ხარისხის დიპლომი მეორე ადგილზე გასული მონაწილისათვის, 1 მესამე ხარისხის დიპლომი მესამე ადგილზე გასული მონაწილისათვის და 7 დიპლომი ოლიმპიადაში გამარჯვებისათვის 4-10 ადგილებზე გასული მონაწილეებისათვის;
4. გარდა დიპლომებისა, ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით და/ან სხვა რაიმე წამახალისებელი პრიზებით;
5. ფასიან საჩუქრებს და/ან პრიზებს ყოველ კონკრეტულ ოლიმპიადაზე შეარჩევს ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფი.
მუხლი 8. ოლიმპიადის შედეგების გამოქვეყნება
1. ოლიმპიადის თითოეულ ტურზე გამოყენებული ტესტები და მათი პასუხები გამოქვეყნდება OLYINFO-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.olyinfo.ge კონკრეტული ტურის შედეგებთან ერთად.