ოლიმპიადის გამარჯვებულ მოსწავლეთა გამოვლენა და დაჯილდოვება

მოცემული დებულება განსაზღვრავს ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეების გამოვლენას თითოეული ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით.

 

მუხლი 1. გამარჯვებულ მოსწავლეთა რაოდენობა
OLYINFO-ზე შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდება 40 მოსწავლე. თითოეული ასაკობრივი ჯგუფიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე.
 
მუხლი 2. გამარჯვებულ მოსწავლეთა გამოვლენის წესი
2.1. გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლინდებიან ფინალური ტურის შედეგების გათვალისწინებით. გაიმარჯვებენ თითოეული ასაკობრივი ჯგუფის 10 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილეები;
2.2. თუ ოლიმპიადის ფინალურ ტურში გამარჯვებული მოსწავლეების გამოვლენის დროს მოხდა ქულათა შორის თანხვედრა და ვერ გამოიკვეთა 10 საუკეთესო მონაწილე, მაშინ:
გათვალისწინებული იქნება მონაწილეთა მიერ პირველ ტურში აღებული ქულები. თუ ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგების გადახედვის დროს მონაწილეებს კვლავ თანაბარი ქულები დაუფიქსირდებათ, გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით გათვალისწინებული იქნება თანაბარი ქულების მქონე ოლიმპიადის მონაწილეების მიერ ფინალურ ტურში დავალების შესრულებაზე დახარჯული დრო. სამუშაოს დამთავრების დროდ ჩაითვლება ბოლოს გაცემული პასუხის დრო (უპირატესობა მიეცემა იმ მონაწილეს, რომელმაც დავალების შესრულებას ნაკლები დრო მოანდომა). ფინალურ ტურზე ერთნაირი დროების ქონის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება პირველ ტურში ნაჩვენები დროები.
 
მუხლი 3. ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები
3.1. ოლიმპიადის თითოეული ასაკობრივი ჯგუფის საუკეთესო ათეულის წარმომადგენლები არიან ის მოსწავლეები, რომლებიც მოხვდნენ რეიტინგული სიის პირველ ათ ადგილზე;
3.2. ოლიმპიადის თითოეული ასაკობრივი ჯგუფის გამარჯვებულები (დიპლომანტები) არიან ამ ასაკობრივი ჯგუფის საუკეთესო ათეულის წარმომადგენლები;
3.3. ოლიმპიადის სერტიფიკატის მფლობელები (მიღწეული წარმატებისათვის) არიან ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომლებმაც მიიღეს ფინალურ ტურში მონაწილეობა;
3.4. ფინალური ტურის მონაწილეთა პირველადი შედეგები ცნობილი ხდება ფინალური ტურის დამთავრებისთანავე, ხოლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლინდებიან სააპელაციო განაცხადებების განხილვისთანავე (ასეთების არსებობის შემთხვევაში).
 
მუხლი 4. გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოვება
ყოველი სეზონის დასრულების შემდგომ OLYINFO ორგანიზებას უწევს დაჯილდოვების ცერემონიალს.
4.1 დაჯილდოვება ხდება ფინალური ტურის დამთავრების შემდეგ ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეების გამოვლენისთანავე.
4.2 დაჯილდოვების ცერემონიას დაესწრებიან ფინალური ტურის მონაწილეები, თითოეული ასაკობრივი ჯგუფის საუკეთესო ათეულები და მათი მშობლები, ასევე მოწვეული სტუმრები.
 
მუხლი 5. სერტიფიკატები და დიპლომები
5.1.ფინალური ტურის მონაწილე ყველა მოსწავლე დაჯილდოვდება სერტიფიკატით ან შესაბამისი ხარისხის დიპლომით. დიპლომების ხარისხობრივი გადანაწილება ხდება ოლიმპიადის შიდა წესდების მიხედვით;
5.2. ფინალური ტურის მონაწილეები კუთვნილ სერტიფიკატებს, ხოლო გამარჯვებული მოსწავლეები დიპლომებს მიიღებენ ტურის დამთავრებისთანავე, დაჯილდოვების ცერემონიალზე.