OLYINFO 6 თებერვალი, ინტერნეტ ოლიმპიადის საბოლოო შედეგები

ქვემოთ მითითებულ ბმულებზე იხილეთ OLYINFO- 2021 წლის შემოდგომის სეზონის

6 თებერვალ ჩატარებული ინტერნეტ ოლიმპიადის საბოლოო შედეგები:

3-4   კლასები,          5-6   კლასები,          7-8   კლასები,           9-12   კლასები

ცხრილებში ასახულნი არ არიან ის მონაწილეებივინც ინტერნეტ ტური ნულოვანი შედეგით დაასრულა.

ასევე, ჩვენი ზოგადი დებულების (მუხლი 4) თანახმად (https://olyinfo.ge/page.php?id=10), ფიზიკა-მათემატიკური სკოლების და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიურის ინფორმატიკის საოლიმპიადო წრეების აღსაზრდელებს (გარდა მე-6 და უფრო დაბალი კლასელებისა) ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ კონკურსგარეშე!

ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევებში მონაწილეთა ადგილები განისაზღვრა ნამუშევრების ჩაბარების დროების მიხედვით. ანუ, უპირატესობა მიენიჭა იმ მოსწავლეს, ვინც ოლიმპიადა უფრო ადრე დაასრულა.

დაპირებისამებრ, სიგელები გადაეცემათ იმ მოსწავლეებსაც, ვინც მე-20 ადგილის ქვემოთ მოხვდნენ, მაგრამ მე-20 ადგილზე გასული მოსწავლის თანაბარი ქულები დააგროვეს.

გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომები და სიგელები დაეგზავნებათ მათ მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტაზე თებერვლის ბოლომდე.

ამით ოლიმპიადა დასრულებულია. 2022 წლის ზაფხულის სეზონი სავარაუდოდ ჩატარდება ივნისის ბოლოს ისევ იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება კოვიდ-სიტუაცია, ანუ შესაძლებელია კვლავ ერთი ინტერნეტ ტური ჩატარდეს. რეგისტრაცია გამოცხადდება და შესაბამისი ინფორმაცია განთავსდება ჩვენს საიტზე. ყველა ჯგუფში გამოყენებული ამოცანები სწორი პასუხებით უკვე შეგიძლიათ  იხილოთ ჩვენს საიტზე!

გილოცავთ ყველა გამარჯვებულს და მონაწილეს! გისურვებთ მომავალ წარმატებებს!!!