OLYINFO 19 თებერვალი, ინტერნეტ ოლიმპიადის საბოლოო შედეგები

ქვემოთ მითითებულ ბმულებზე იხილეთ OLYINFO- 2022 წლის შემოდგომის სეზონის 19 თებერვალს
ჩატარებული ინტერნეტ ოლიმპიადის საბოლოო შედეგები:

3-4   კლასები,    5-6   კლასები,    7-8   კლასები,  9-12   კლასები

ცხრილებში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც ინტერნეტ ტური ნულოვანი შედეგით დაასრულა. ასევე, ჩვენი ზოგადი დებულების (მუხლი 4) თანახმად (https://olyinfo.ge/page.php?id=10), ფიზიკა-მათემატიკური სკოლების და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიურის ინფორმატიკის
საოლიმპიადო წრეების აღსაზრდელებს (გარდა მე-6 და უფრო დაბალი კლასელებისა) ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ კონკურსგარეშე!

ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევებში მონაწილეთა ადგილები განისაზღვრა ნამუშევრების ჩაბარების დროების მიხედვით. ანუ, უპირატესობა 
მიენიჭა იმ მოსწავლეს, ვინც ოლიმპიადა უფრო ადრე დაასრულა. გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომები და სიგელები დაეგზავნებათ მათ მიერ 
რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტაზე თებერვლის ბოლომდე.

ამით ოლიმპიადა დასრულებულია. მომდევნო სეზონზე რეგისტრაცია გამოცხადდება და შესაბამისი ინფორმაცია განთავსდება ჩვენს საიტზე. ტრადიციისამებრ,
ასევე ჩვენს საიტზე დაიდება ოდნავ მოგვიანებით ყველა ჯგუფში გამოყენებული ამოცანები სწორი პასუხებით!

გილოცავთ ყველა გამარჯვებულს და მონაწილეს! გისურვებთ მომავალ წარმატებებს.