სიახლეები

OLYINFO-ს 2019 წლის შემოდგომის სეზონი იწყება

იჩქარეთ,  რეგისტრაცია   ჩართულია და იგი დამთავრდება პირველ ტურამდე

2 დღით ადრე!!!

სიახლე!!! ამ სეზონზე პირველად ასაკობრივ ჯგუფებს დაემატება ახალი ჯგუფი III-IV კლასელებისათვის. ანუ, III-IV  კლასელები ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ თავიანთ ასაკობრივ ჯგუფში!!!

სულ გაიმართება ორი ტური: პირველი-ინტერნეტ ტური და მეორე-დასწრებული (ფინალური) ტური.

ორივე ტური უფასოა!!!

OLYINFO 2019, გაზაფხულის სეზონი

OLYINFO 2019-ის გაზაფხულის სეზონი დასრულდა. ამ სეზონზე გამოყენებული ამოცანები სწორი პასუხებით  და შესაბამისი ფოტომასალა უკვე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ოლიმპიადის ყველა მონაწილეს და გამარჯვებულებს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!!!

მომავალ შეხვედრამდე შემოდგომის სეზონზე, რომელიც ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება. თვალი ადევნეთ ჩვენს საიტს. რეგისტრაცია გამოცხადდება 10 ნოემბრის შემდეგ!

OLYINFO 2019, გაზაფხულის სეზონი. ფინალი დასრულებულია.

ჩართულია ანალიზის რეჟიმი.

მომხმარებლის სახელები არ არის შეცვლილი! გამოიყენეთ ფინალისთვის დაგენერირებული ახალი პაროლები!

5-6 კლასები           7-8 კლასები            9-12 კლასები

ანალიზის რეჟიმში შესვლა:

5-6 კლასები 

7-8 კლასები

9-12 კლასები

 

OLYINFO 2019, გაზაფხულის სეზონი, დასკვნითი ტური

  • შეგახსენებთ, რომ OLYINFO 2019-ის გაზაფხულის სეზონის დასკვნითი ტური გაიმართება ქ. თბილისში, 16 ივნისს, კვირას, საქართველოს უნივერსიტეტში. (იხილეთ განცხადების ტექსტი ქვემოთ).
  • მონაწილეებმა თან იქონიეთ ავტოკალმები და თორმეტფურცლიანი რვეულები შავი სამუშაოსათვის!
  • მუდმივად ადევნეთ თვალი საიტზე ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებს!

OLYINFO 2019, გაზაფხულის სეზონი, დასკვნითი ტური

OLYINFO 2019-ის გაზაფხულის სეზონის დასკვნითი ტური გაიმართება ქ. თბილისში, 16 ივნისს, კვირას, საქართველოს უნივერსიტეტში (მისამართი: კოსტავას 77ა. სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის უკან. რუკის სანახავად დააჭირეთ აქ). შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაში (ორივე ტურში) მონაწილეობა უფასოა!!!

დასკვნითი ტურის ჩატარების განრიგი ასეთია:

  • 9:00-10:00 – მონაწილეთა უნივერსიტეტში გამოცხადება-რეგისტრაცია
  • 10:00–10:30 – გახსნის ცერემონიალი 
  • 10:30–11:00 – მონაწილეთა ადგილებზე განთავსება
  • 11:00–12:30 – დასკვნითი ტური
  • 12:30-15:00 – თავისუფალი დრო
  • 15:00-16:00 – გამარჯვებულთა დაჯილდოვება და დახურვა

გთხოვთ, დროულად გამოცხადდეთ რეგისტრაციაზე, დაგვიანებული მოსწავლეები ტურზე არ დაიშვებიან!!!

პედაგოგებს და სკოლების ხელმძღვანელებს გთხოვთ მაქსიმალურად უზრუნველყოთ ფინალში გადასულ მოსწავლეთა შეჯიბრზე გამოცხადება!!!

უნივერსიტეტში მოხვედრა შესაძლებელია მეტროს სადგურ "ტექნიკური უნივერსიტეტი"-დან (სპორტის სასახლის მხრიდან).

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21