სიახლეები

OLYINFO 3 მარტი, ინტერნეტ ოლიმპიადის საბოლოო შედეგები

ქვემოთ მითითებულ ბმულებზე იხილეთ OLYINFO- 2024 წლის გაზაფხულის სეზონის 
3
მარტს ჩატარებული ინტერნეტ ოლიმპიადის საბოლოო შედეგები:

3-4 კლასები,  5-6   კლასები,   7-8   კლასები,   9-12   კლასები

ცხრილებში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც ინტერნეტ ტური ნულოვანი შედეგით დაასრულა. ასევე, ჩვენი
ზოგადი დებულების (მუხლი 4) თანახმად (https://olyinfo.ge/page.php?id=10), ფიზიკა-მათემატიკური სკოლების და
საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიურის ინფორმატიკის საოლიმპიადო წრეების აღსაზრდელებს 
(გარდა მე-6 და უფრო დაბალი კლასელებისა) ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ კონკურსგარეშე.

ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევებში მონაწილეთა ადგილები განისაზღვრა ნამუშევრების ჩაბარების 
დროების მიხედვით. ანუ, უპირატესობა მიენიჭა იმ მოსწავლეს, ვინც ოლიმპიადა უფრო ადრე დაასრულა.

გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომები და სიგელები დაეგზავნებათ მათ მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ 
ელ-ფოსტაზე მარტის ბოლომდე. 
ამით ოლიმპიადა დასრულებულია. მომდევნო სეზონზე რეგისტრაცია გამოცხადდება და 
შესაბამისი ინფორმაცია განთავსდება ჩვენს საიტზე. ტრადიციისამებრ, ასევე ჩვენს საიტზე დაიდება ოდნავ მოგვიანებით ყველა 
ჯგუფში გამოყენებული ამოცანები სწორი პასუხებით!

გილოცავთ ყველა გამარჯვებულს და მონაწილეს! გისურვებთ მომავალ წარმატებებს!

OLYINFO, ინტერნეტ ტური, 3 მარტი. ჩართულია ანალიზის რეჟიმი.

ყურადღებაჩართულია ინტერნეტ  ტურის  ანალიზის  რეჟიმი.

3-4 კლასები5-6 კლასები7-8   კლასები9-12   კლასები

საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 3 დღის ვადაში.

OLYINFO, ინტერნეტ ტური, 3 მარტი. ანალიზის რეჟიმი, შედეგები

ყურადღება:

ხვალ, 4 მარტს, დილის 10 საათიდან ჩაირთვება OLYINFO-ს დღევანდელი ინტერნეტ ტურის ანალიზის რეჟიმი, სადაც
ყველა მონაწილეს შეეძლება თავისი ნამუშევრის და სწორი პასუხების ნახვა. შესაბამისად, თავისი შეცდომების გაანალიზება
.

ოლიმპიადის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 3 დღის ვადაში.

OLYINFO, ინტერნეტ ტური, 3 მარტი

ყურადღება, ინტერნეტ ტური ტარდება შემდეგი განრიგით:

10:00 – 3-4 კლასები11:30 – 5-6 კლასები13:00 –7-8  კლასები14:30 – 9-10  კლასები

შეჯიბრის დაწყებამდე წაიკითხეთ  ინსტრუქცია

გისურვებთ წარმატებებს.

OLYINFO-ზე პაროლების წინასწარი შემოწმება

ყურადღებარეგისტრაცია დამთავრებულია და ჩართულია პაროლების წინასწარი შემოწმების რეჟიმი:

3-4   კლასები   5-6   კლასები   7-8   კლასები  9-12   კლასები (დააჭირეთ შესაბამისი კლასის ბმულზე).

შეჯიბრის დაწყებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია.  (დააჭირეთ ლურჯად გამოყოფილ ბმულზე
პრობლემების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:  gurkot@gmail.com

შეგახსენებთ ხვალინდელი ტურის განრიგს:

III-IV კლასები: 10:00-11:00  V-VI კლასები: 11:30-12:30     VII-VIII კლასები: 13:00-14:00     IX-XII კლასები: 14:30-15:30     

გისურვებთ წარმატებებს!

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23