ყურადღება, შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადა გაიმართება 3 მარტს
მონაწილეთა რეგისტრაცია დამთავრდება 1 მარტს საღამოს 11 საათზე.
დასარეგისტრირებლად იხილეთ განცხადება ქვემოთ! რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ, 2 მარტს, შაბათს, დილიდან
ჩაირთვება პაროლების წინასწარი შემოწმების და სისტემაში შესვლის მოსინჯვის რეჟიმი. ამავდროულად დაიდება ოლიმპიადაში
ონაწილეობის ინსტრუქციაც. გთხოვთ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას და წინასწარ მოსინჯეთ სისტემაში შესვლა. შეამოწმეთ
თქვენი პაროლები, რომ შემდეგ ტურის დროს არ იყოს რაიმე პრობლემები. პრობლემების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: gurkot@gmail.com
ცხადდება რეგისტრაცია 2024 წლის გაზაფხულის სეზონზე.
გაიმართება ერთი ინტერნეტ ტური. იგი ჩატარდება 3 მარტს (ტურის ჩატარების განრიგის სანახავად დააჭირეთ
ქვემოთ მარჯვნივ ღილაკს "გაგრძელება").
იჩქარეთ, რეგისტრაცია ჩართულია და დამთავრდება ტურამდე 2 დღით ადრე, 1 მარტს, ღამის 23:00 საათზე. ოლიმპიადა
უფასოა და მასში მონაწილეობა არ მოითხოვს სპეციალურ ცოდნას! თითოეული ასაკობრივი ჯგუფის 10 საუკეთესო შედეგის მქონე
მოსწავლეს გამარჯვებულის დიპლომები გადაეცემათ, ხოლო რადგან ოლიმპიადა ერთ ტურიანია, მომდევნო ათი მოსწავლე სიგელებით
დაჯილდოვდება.
გაითვალისწინეთ, რომ დიპლომები და სიგელები რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ ფოსტაზე დაგეგზავნებათ.
გთხოვთ, არ დარეგისტრირდეთ ელ-ფოსტით: students.gov.ge, რადგან ამ ფოსტაზე გარედან წერილები არ იგზავნება.
ასევე გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალი ჩვენს მომდევნო ინფორმაციებს, ყოველდღიურად შეამოწმეთ საიტი.
ქვემოთ მითითებულ ბმულებზე იხილეთ OLYINFO-ს 2022 წლის შემოდგომის სეზონის
19 თებერვალს ჩატარებული ინტერნეტ ოლიმპიადის საბოლოო შედეგები:
3-4 კლასები, 5-6 კლასები, 7-8 კლასები, 9-12 კლასები
ცხრილებში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც ინტერნეტ ტური ნულოვანი შედეგით დაასრულა.
ასევე, ჩვენი ზოგადი დებულების (მუხლი 4) თანახმად (https://olyinfo.ge/page.php?id=10), ფიზიკა-მათემატიკური სკოლების და
საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიურის ინფორმატიკის საოლიმპიადო წრეების აღსაზრდელებს
(გარდა მე-6 და უფრო დაბალი კლასელებისა) ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ კონკურსგარეშე!
ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევებში მონაწილეთა ადგილები განისაზღვრა ნამუშევრების ჩაბარების დროების მიხედვით.
ანუ, უპირატესობა მიენიჭა იმ მოსწავლეს, ვინც ოლიმპიადა უფრო ადრე დაასრულა. გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომები და
სიგელები დაეგზავნებათ მათ მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტაზე თებერვლის ბოლომდე.
ამით ოლიმპიადა დასრულებულია. მომდევნო სეზონზე რეგისტრაცია გამოცხადდება და შესაბამისი ინფორმაცია განთავსდება
ჩვენს საიტზე. ტრადიციისამებრ, ასევე ჩვენს საიტზე დაიდება ოდნავ მოგვიანებით ყველა ჯგუფში გამოყენებული ამოცანები სწორი პასუხებით!
გილოცავთ ყველა გამარჯვებულს და მონაწილეს. გისურვებთ მომავალ წარმატებებს!
ყურადღება: ჩართულია ინტერნეტ ტურის ანალიზის რეჟიმი.
3-4 კლასები, 5-6 კლასები, 7-8 კლასები, 9-12 კლასები
საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 3 დღის ვადაში.
ყურადღება:
ხვალ, 20 თებერვალს, დილის 10 საათიდან ჩაირთვება OLYINFO-ს დღევანდელი ინტერნეტ ტურის ანალიზის რეჟიმი,
სადაც ყველა მონაწილეს შეეძლება თავისი ნამუშევრის და სწორი პასუხების ნახვა. შესაბამისად, თავისი შეცდომების გაანალიზება.
ოლიმპიადის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 3 დღის ვადაში!