მონაწილეთა რეგისტრაცია დამთავრდება 29 ივნისს საღამოს 10 საათზე !!!
რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ ჩაირთვება პაროლების წინასწარი შემოწმების და სისტემაში შესვლის მოსინჯვის რეჟიმი. ამავდროულად დაიდება ოლიმპიადაში მონაწილეობის ინსტრუქციაც. გთხოვთ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას და წინასწარ მოსინჯეთ სისტემაში შესვლა. შეამოწმეთ თქვენი პაროლები, რომ შემდეგ ტურის დროს არ იყოს რაიმე პრობლემები. პრობლემების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: gurkot@gmail.com
კორონა ვირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო, 2021წლის გაზაფხულის სეზონი კვლავ ოდნავ მოგვიანებით ჩატარდება,
კვლავ მხოლოდ ერთი ინტერნეტ ტური გაიმართება და იგი ჩატარდება 1-ლ ივლისს (განრიგის სანახავად დააჭირეთ ქვემოთ მარჯვნივ ღილაკს "გაგრძელება").
იჩქარეთ, რეგისტრაცია ჩართულია და დამთავრდება ტურამდე 2 დღით ადრე!!!
ოლიმპიადა კვლავ უფასოა და მასში მონაწილეობა არ მოითხოვს სპეციალურ ცოდნას!!!
თითოეული ასაკობრივი ჯგუფის 10 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეს გამარჯვებულის დიპლომები გადაეცემათ, ხოლო რადგან ოლიმპიადა ერთ ტურიანია, მომდევნო ათი მოსწავლე სიგელებით დაჯილდოვდება. გაითვალისწინეთ, რომ დიპლომები და სიგელები რეგისტრაციის დროს მითითებულელ ფოსტაზე დაგეგზავნებათ. გთხოვთ, არ დარეგისტრირდეთ ელ-ფოსტით: @students.gov.ge, რადგან ამ ფოსტაზე გარედან წერილები არ იგზავნება!!!
ასევე გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალი ჩვენს მომდევნო ინფორმაციებს, ყოველდღიურად შეამოწმეთ საიტი!!!
გაცნობებთ, რომ დიპლომები და სიგელები უკვე დაეგზავნათ გამარჯვებულ მოსწავლეებს. სამწუხაროდ, ოლიმპიადის ზოგიერთ მონაწილეს არასწორად აქვს მითითებული ელ-ფოსტის მისამართი და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება. თუ ქვემოთ, წინა განცხადებაში გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით გამარჯვებული მოსწავლეებიდან რომელიმეს ამ ან სხვა რაიმე მიზეზის გამო დიპლომი/სიგელი არ მიუღია, გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: mandariag@gmail.com, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ მოგაწვდით თქვენი წარმატების დამადასტურებელ დოკუმენტს!!!
ქვემოთ მითითებულ ბმულებზე იხილეთ OLYINFO-ს 2020 წლის შემოდგომის სეზონის 28 იანვარს ჩატარებული ინტერნეტ ოლიმპიადის საბოლოო შედეგები:
3-4 კლასები, 5-6 კლასები, 7-8 კლასები, 9-12 კლასები.
ცხრილებში ასახულნი არ არიან ის მონაწილეები, ვინც შესარჩევი ტური ნულოვანი შედეგით დაასრულა
ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევებში მონაწილეთა ადგილები განისაზღვრა ნამუშევრების ჩაბარების დროების მიხედვით. ანუ, უპირატესობა მიენიჭა იმ მოსწავლეს, ვინც ოლიმპიადა უფრო ადრე დაასრულა.
მიუხედავად წინასწარ განცხადებული წესისა, რომ დიპლომებით და სიგელებით დაჯილდოვდებოდნენ თითოეული ასაკობრივი ჯგუფის მხოლოდ ოცეულები, სიგელები გადაეცემათ იმ მოსწავლეებსაც, ვინც მე-20 ადგილის ზემოთ მოხვდნენ, მაგრამ მე-20 ადგილზე გასული მოსწავლის თანაბარი ქულები დააგროვეს.
გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომები და სიგელები დაეგზავნებათ მათ მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტაზე 20 თებერვლამდე.
ამით ოლიმპიადა დასრულებულია. 2021 წლის გაზაფხულის სეზონი ჩატარდება მაის-ივნისში იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება კოვიდ-სიტუაცია (შესაძლებელია კვლავ ერთი ინტერნეტ ტური ჩატარდეს ივნისის თვეში! ყველა ჯგუფში გამოყენებული ამოცანები სწორი პასუხებით უკვე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე!
გილოცავთ ყველა გამარჯვებულს და მონაწილეს! გისურვებთ მომავალ წარმატებებს!
ყურადღება !!!
ჩართულია ინტერნეტ ტურის ანალიზის რეჟიმი.
საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 1 კვირის ვადაში.